„რა წავიღო“ - სამშობიაროში წასაღები პირველი ქართული ბოქსი, რომელიც დედისთვის და ჩვილისთვის საჭირო ყველა ნივთს აერთიანებს

29-02-2024

რას მოიცავს „რა წავიღო“-ს სამშობიაროში წასაღები ყუთი და როგორ დაიბადა მისი შექმნის იდეა? 
,,რა წავიღო?’’ არის სამშობიაროში წასაღები პირველი უნივერსალური ყუთი საქართველოში. ყუთში მოთავსებულია სამშობიაროსთვის საჭირო ყველა ნივთი, როგორც ახალშობილისთვის, ასევე დედისთვის, მათ შორისაა: ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები, ფასდაკლებისა და ფულადი ვაუჩერები და დამატებითი საჩუქრები. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ორსულები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია კომფორტი, ასევე ადამიანები, რომლებიც ეძებენ პრაქტიკულ და განსაკუთრებულ საჩუქარს.

სამშობიარო, რა წავიღო,

რაც შეეხება შექმნის იდეას, ორსულ ქალბატონებში ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა ,,რა წავიღო სამშობიაროში?’’ და ბრენდის შექმნის იდეაც აქედან დაიწყო. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდ დროსთან, თანხასთან და რესურსებთან არის დაკავშირებული სამშობიაროსთვის საჭირო ნივთების შეგროვება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველი ორსულობაა და არ იციან, რა უნდა წაიღონ, რა რაოდენობით და კონკრეტულად რომელი პროდუქტები და ბრენდები. ამასთან ერთად, ზოგიერთი დედა ვერ ახერხებს სიარულს წოლითი რეჟიმის ან ბოლო თვეებში
დისკომფორტის გამო. 

სამშობიარო, რა წავიღო,

პირველ რიგში, ჩატარდა კვლევა, გამოვკითხეთ როგორც ორსული ქალბატონები, ასევე გამოცდილი დედები, გავიარეთ კონსულტაცია წამყვან სამშობიაროებთან და ექიმებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია; გავითვალისწინეთ ცნობილი ფსიქოლოგების რჩევები,(მშობიარობის შემდგომ, საკმაოდ ბევრ დედას აღენიშნება მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ხშირად მთელი ყურადღება ბავშვისკენაა მიმართული და ნაკლები დრო რჩებათ თავის მოვლისთვის, ამიტომ ბოქსში მოთავსებულ ნივთებს შორის, დამატებით დახვდებათ თავის მოვლის საშუალებები). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოთავსებული პროდუქტები არის პრემიუმ ხარისხის და სრულად მორგებულია ახალშობილისა და დედის კომფორტზე. გათვალისწინებულია სამშობიაროების ტემპერატურა, ნივთები შერჩეულია ყველა დეტალის გათვალისწინებით. რაც ყველაზე მთავარია, პროდუქტების გამოყენებას შეძლებენ მრავალჯერადად, მშობიარობის შემდეგაც, ხანგრძლივი პერიოდით.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთის დროს გათვალისწინებული იყოს მომხმარებლის სურვილები ინდივიდუალურად?
ორივე კატეგორიის ბოქსს აქვს ფიქსირებული შემადგენლობა, მაგრამ ინდივიდუალურად ხდება როგორც დედის ტანსაცმლის, (ზომებისა და
პრინტების მიხედვით), ასევე ახალშობილისთვის სქესის მიხედვით ტანსაცმლის შერჩევა. მუდმივად ვითვალისწინებთ მომხმარებლების მოთხოვნებს და
რეკომენდაციებს, ამიტომ დროთა განმავლობაში იცვლება და იხვეწება ყუთის შემადგენლობა. 

შესაძლებელია თუ არა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, მომხმარებელმა სამშობიაროში მიიღოს ბოქსი? 

როგორც გამოცდილმა დედებმა აღნიშნეს, აქამდე არ არსებობდა არცერთი მსგავსი სერვისი საქართველოში, ,,რა წავიღოს?’’-ს გამოჩენიდან დღემდე გვქონდა ათეულობით მოულოდნელი მშობიარობის შემთხვევა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ნებისმიერ სამშობიაროში შეუძლიათ ყველა საჭირო ნივთი მიიღონ 1 ბოქსის სახით.
 

როგორ შეუძლიათ შეძენა და რა დროა საჭირო ყუთის მისაღებად?

,,რა წავიღო?-ს’’ შეძენა შეუძლიათ ონლაინ, ჩვენი სოციალური ქსელების საშუალებით, მიტანა ხდება იმავე დღეს, რამდენიმე საათში, მოულოდნელი
მშობიარობის დროს - 1 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში, შეკვეთიდან მეორე დღეს.

 

სოციალური ქსელები:
FACEBOOK 
INSTAGRAM 
TIKTOK
საკონტაქტო ნომერი : 511190977