რატომ არის მუცელზე დროებით გადმობრუნება მნიშვნელოვანი პატარებისთვის? 

23-08-2021

Tummy Time ანუ მუცელზე დროებითი წოლა ძალიან სასარგებლოა თქვენი პატარასთვის. ამ სტატიაში გაიგებთ, რა დადებითი შედეგები შეიძლება მოყვეს დღეში სულ რამდენიმე წუთით მუცელზე წოლას თქვენი პატარასთვის.

პირველ რიგში, მუცელზე წოლა თქვენი ბავშვის ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელ. მუცელზე წოლისას  თქვენი პატარას კისრის და მხრების კუნთები ვარჯიშდება და ძლიერდება. ამ დროს პატარას უვითარდება მოტორული უნარები, ეძლევა ძალა წამოჯდომისთვის, გადატრიალებისთვის, ცოცვისთვის და სიარულისთვის.

მუცელზე წოლა ასევე ხელს უწყობს ბავშვის თავის ლამაზი ფორმის ჩამოყალიბებას და წარმოადგენს თავის ქალაზე ბრტყელი უბნების წარმოქმნის პრევენციას.როცა ბავშვის თავი ერთ პოზიციაში დიდხანს არის მოთავსებული, თავის ქალის ძვლების განლაგება იცვლება და წარმოიქმნება ბრტყელი უბნები. 

Tummy Time ხელს უწყობს სენსორულ განვითარებას. მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა ბავშვს აძლევს საშუალებას გამოსცადოს სხეულის სხვადასხვა პოზიცია და მოძრაობა. აძლევს საშუალებას შეიცნონ სამყარო.

დღეში რამდენი ხანი შეიძლება დავაწვინოთ პატარა მუცელზე?
საფენის გამოცვლის ან დღის თვლემის შემდეგ დააწვინეთ ბავშვი მუცელზე 3-5 წუთის განმავლობაში. გააკეთეთ ეს დღეში 2-3-ჯერ. როცა ბავშვი მუცელზე წოლას შეეჩვევა, ეს პერიოდები და მათი სიხშირეც შეგიძლიათ გაზარდოთ. ასევე, შეგიძლიათ წინ დაულაგოთ სათამაშოები რომ არ მოიწყინოს და გაერთოს.
არ დაგავიწყდეთ, რომ ძილისას პატარა ყოველთვის  ზურგზე უნდა იწვეს (ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის რისკის შესამცირებლად). მუცელზე წოლა მხოლოდ მაშინაა რეკომენდირებული, როდესაც ბავშვსაც და მის მომვლელსაც ღვიძავს. არასოდეს დატოვოთ თქვენი პატარა მუცელზე წოლისას მეთვალყურეობის გარეშე.

წყარო: mayoclinic.org