ვერავინ შეამჩნია: მიზეზები, რის გამოც შესაძლოა ბავშვობაში აუტიზმის დიაგნოზი ვერ დასვან

14-03-2024

აუტიზმის დიაგნოსტიკა მოზრდილ ასაკში

ბევრი ზრდასრული ამ  დიაგნოზის შესახებ მხოლოდ 25 წლის შემდეგ იგებს. აუტიზმის გვიან დიაგნოსტიკა არცთუ იშვიათი მოვლენაა გამომდინარე იქიდან, რომ მისი  სიმპტომები ძალიან  მრავალფეროვანია. აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ASD) ბავშვში შეიძლება უბრალოდ შეუმჩნეველი იყოს, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ  მას არ აქვს ქცევითი ან სხვა სახის აშლილობა, რომლსაც მაშინვე ენიჭება ნეიროდივერგენტის კვალიფიკაცია, ან - ისწავლა მისი შენიღბვა. 

როდის შეიძლება ბავშვს დაეწყოს ASD-ის კლასიკური ნიშნები

ASD-ის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეუძლია კომუნიკაცია ისე, როგორც სხვა ბავშვებს და ინტერესდება  სხვადასხვა ყველასთვის მისაღები საგნებით. აუტისტურმა სპექტრმა შესაძლოა თავი იჩინოს  ზრდასრულ ასაკში, როდესაც ცხოვრება  უფრო და უფრო რთულდება, მატულობს სტრესი. ბევრი აუტისტი ბავშვი სკოლაში კარგად სწავლობს, რის გამოც მათი აუტიზმი შეუმჩნეველი რჩება. თუმცა მოგვიანებით, იმის გამო, რომ ბავშვს აუტიზმის დიაგნოზი დროულად არ დაუსვეს, მისი უცნაური ქცევა და გარდასახვა  სხვადასხვა  მიზეზს ბრალდება. გამოცდილ პედიატრებსაც კი შეიძლება გამორჩეთ სიმპტომები, თუ ბავშვს ვერბალური კომუნიკაცია შეუძლია და ნორმალურად ვითარდება. ხშირ შემთხვევაში ბავშვი დაწყებით კლასებში ადვილად სწავლობს, სირთულეები  მხოლოდ მეხუთე კლასიდან იწყება, როდესაც სასწავლო პროგრამა სულ უფრო და უფრო რთულდება. ამ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება დაეწყოს ASD-ის კლასიკური ნიშნები: ქანაობა-რწევა, ვიზუალური კონტაქტის ნაკლებობა და აკვიატებული ქცევა, რაც ხშირად ერევათ შფოთვით  აშლილობასა ან სოციალური ადაპტაციაში. 
აუტიზმი,

რაც უფრო რთული ხდება სამყარო, მით უფრო ხშირად ავლენენ  აუტისტი ბავშვები თვითრეგულირების ქცევებს, მაგალითად, სტიმინგს (სხეულის უჩვეულო მოძრაობები) ან ექოლალიას (სიტყვების უაზრო გამეორება) საკუთარი თავის დასამშვიდებლად. სენსორული გადატვირთვის შედეგად გამოწვეული ემოციური აშლილობა ბავშვს ახასიათებს,  როგორც „რთულს“, აშორებს მას თანატოლებთან და ართმევს მას დახმარების მიღების შესაძლებლობას.
იგივე ხდება მოზრდილებშიც - თუ ადამიანმა მოახერხა მთელი სკოლის პერიოდში  და შემდგომი ცხოვრების მანძილზე ნორმალურად ცხოვრება, სერიოზულმა ცვლილებებმა - როგორიცაა უნივერსიტეტის დამთავრება, სამსახურის დაწყება ან შვილის გაჩენა - შეიძლება გამოიწვიოს აუტიზმის სიმპტომები.


აუტიზმის დიაგნოზი  ყველაზე ხშირად სამიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში ისმება. თუ დიაგნოზი არ დაისვა, ყველა შემდგომი გამოვლინება დაკავშირებული იქნება სხვა მდგომარეობასთან. 2019 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Autism, ASD-ის მქონე მოზრდილების 10.3%-ს ბავშვობაში დაუსვეს ADHD-ის არასწორი დიაგნოზი, ხოლო ADHD-ის დიაგნოზის მქონე ბავშვების 12.1%-ს მოგვიანებით დაუდგინდა აუტიზმი. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით ნაკლებია სწორი დიაგნოზის დასმის შანსი.

რა არის არასწორი დიაგნოზის მიზეზი?

არასწორი დიაგნოზის კიდევ ერთი მიზეზი შიძლება იყოს ის ფაქტი, რომ იგი დაიბადა აუტიზმის DSM და ICD კრიტერიუმების გადახედვამდე. ორივე დიაგნოსტიკური ცნობარი-წიგნი რამდენიმე ათწლეულში ერთხელ, ახალი მონაცემებისა და კვლევის შესაბამისად ახლდება. მაგალითად, ICD-10-ში არის ცალკე ბავშვობის აუტიზმი და ასპერგერის სინდრომი, ხოლო ICD-11-ში ისინი გაერთიანებულია ერთ სახელწოდებაში - ASD. იგივე მოხდა ამერიკულ ცნობარშიც DSM-5: მის გამოსვლამდე, 2013 წელს, აუტიზმი ტიპებად იყოფოდა. 

კვლევებმა აჩვენა, რომ გოგონებს აუტიზმის დიაგნოზს ოთხჯერ უფრო იშვიათად უსვამენ, ვიდრე ბიჭებს. ამაზე გავლენას ახდენს გენდერული ცრურწმენა - აუტიზმზე საუბრისას ადამიანების უმეტესობა, მედიისა და ფილმების წყალობით, მამაკაცებს წარმოიდგენს ხოლმე.

აუტიზმი,  


2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ASD-ის ზოგიერთი სიმპტომის მიმართ გოგონებს შეიძლება ჰქონდეთ გენეტიკური „იმუნიტეტი“ - „ქალის დამცავი ეფექტი“. გაურკვეველი მიზეზების გამო, აუტიზმის მქონე ქალები უკეთესად ადაპტირდებიან სოციალურ სიტუაციებში, ვიდრე მამაკაცები.
ამავდროულად, შესაძლებელია, რომ ASD-ის ზოგიერთი მახასიათებელი  ბიჭებში უფრო პრობლემური იყოს, ვიდრე გოგონებში. მაგალითად, მოძრაობების კოორდინაციის სირთულეებს აუცილებლად შეამჩნევენ სპორტსმენ ბიჭს, მაგრამ გამორჩებათ წყნარი გოგოს შემთხვევაში, რომელიც ხშირად ეჯახება ან ეცემა. იგივე ეხება კომუნიკაციას - მასწავლებლები  მორცხვ და არაკომუნიკაბელურ ბიჭს უფრო ხშირად ამჩნევენ, ვიდრე  გოგონას - ბევრ კულტურაში გოგონასგან მსგავსი საქციელი ნორმად მიიჩნევა. 


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგიერთი ადამიანი შესანიშნავად ახერხებს შენიღბვას. ასდ-ის მქონე ბავშვი სწავლობს „ნორმალურად“, არ მიმართავს სტიმინგს, ამყარებს ვიზუალურ კონტაქტს და არ აქვს კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ  ამან მომავალში შესაძლოა სერიოზული აფეთქებები გამოიწვიოს - მუდმივი დაძაბულობა ხომ ნერვული სისტემის გადატვირთვას იწვევს. 
გარშემო მყოფები ადამიანის მხოლოდ ერთ მხარეს, მის „ნიღაბს“ ხედავენ,  სწორედ ამიტომ, დიაგნოზის დადგენის შემდეგ ამჩნევენ,  რომ ადამიანი უფრო „აუტისტურად“ იქცევა - სავარაუდოდ, ის ცდილობს იყოს ის, ვინც რეალურად არის. 

 

აუტიზმის ნიშნები მოზრდილებში:
•    შფოთვა სოციალური სიტუაციების გამო
•    ვიზუალური კონტაქტის თავიდან აცილება
•    მოულოდნელი უხეშობა
•    სირთულეები მეგობრობაში
•    უჭირს სხვისი გაგება და საკუთარი გრძნობების გამოხატვა
•    ძლიერი ინტერესი კონკრეტული საგნების მიმართ (შეიძლება საათობით ისაუბროს მისთვის საინტერესო თემაზე)
•    უჭირს სოციალური წესების გაგება
•    ყურადღება დეტალებზე, მგრძნობელობა ბგერებისა და სუნების მიმართ
•    უყვარს მარტოობა 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

აუტიზმის ადრეული ნიშნები ბავშვებში

ცხოვრება აუტიზმთან ერთად