ჩაი კოჭათი და თაფლით საუკეთესო საშუალება იმუნიტეტისთვის

21-01-2024

ჩაი კოჭათი და თაფლით  - გამათბობელი სასმლის რეცეპტი, რომელიც  ყველაზე ცივ ამინდშიც კი გაგამხნევებთ

კოჭას, იგივე ჯანჯაფილის სამშობლო  სამხრეთ აზიაა. ეს მცენარე ძალიან  სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის და ასევე იმუნიტეტისთვის. გემოვნური თვისებების წყალობით,  რაღაც საშუალო გემო აქვს წიწაკასა და ნიორს შორის, თბილ სასმელს წარმოუდგენელი არომატი სდევს, თან ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ჯანჯაფილის შემცველი სასმელი ასევე ხსნის გულისრევის შეგრძნებას, რაც სასარგებლოა ტოქსიკოზით დაავადებული ორსულებისთვის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების  მქონეთათვის. ჯანჯაფილის ჩაი ასევე კარგად ეხმარება ადამიანებს  მადის მომატებასა  და საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში.
ჯინჯერი,

ჯანჯაფილის ფესვი ბევრ სასარგებლო ვიტამინს - C, B1, B2 შეიცავს, ასევე - ამინომჟავებს, რომლებიც აუცილებელია სხეულის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ეთერზეთებს, მინერალებს (ნატრიუმი, კალიუმი, თუთია).
თუმცა არსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  ჯანჯაფილს თავისთავად განსხვავებული გემო აქვს და ამიტომ მისგან დამზადებული სასმელი, ყველას როდი მოსწონს. ამიტომ გთავაზობთ ჩაის სანელებლებით და მთელი რიგი ინგრედიენტებით, რომლებიც სასიამოვნო, მდიდარ არომატს იძლევა.

ჩაი კოჭათი და მიხაკით
დაგჭირდებათ 3 ცალი მიხაკი, 15 გრამი კოჭას ფესვები, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ლიტრი წყალი, სამი ცალი დარიჩინის ჯოხი, ნახევარი ლიმონი. 

მომზადების მეთოდი
გამოავლეთ ჩაიდანს მდუღარე წყალი,  ჩაყარეთ მიხაკი, დარიჩინი და დაასხით მდუღარე წყალი. ჯანჯაფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ნახევარი ლიმონი დაჭერით ნაჭრებად. ჩაამატეთ ჩაიდანში და  ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. სანამ მიირთმევთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა ბავშვისთვის - სასარგებლოა თუ არა